თბილისის საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა - მიზეზი შენობის დაზიანებაა

09.02.23 17:13
თბილისის საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი  შეწყდა - მიზეზი შენობის დაზიანებაა

თბილისის N37 საჯარო ბაღში დღეიდან სააღმზრდელო პროცესი შენობაზე დაზიანებების გამო შეწყდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული.

ექსპერტიზის დასკვნით, შენობაზე არსებული დაზიანებები სწრაფად პროგრესირებს, მისი ექსპლუატაცია, გამაგრების ღონისძიებების ჩატარებამდე, არასაიმედოა.

„N37 საბავშვო ბაღის შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. წარსულში ჩატარებული კვლევების შედეგების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ შენობის ჯდენითი დეფორმაციები კვლავ გრძელდება, რის გამოც არსებული დაზიანებები სწრაფი ტემპით პროგრესირებს და ვითარდება ახალი დაზიანებები. აღნიშნული კი იწვევს ბაღის შენობის ტექნიკური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, უმოკლეს ვადებში შენობას ჩაუტარდეს გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები, დეტალური კვლევის შედეგების საფუძველზე დამუშავებული პროექტის მიხედვით,“ - ნათქვამია საექსპერტო დასკვნაში.

 

მსგავსი სიახლეები