ბადრი თვალით არ მინახავს, სახლში შემოიპარა - კაცი, რომლის სახლიდან ესებუა აიყვანეს პირველ კომენტარს აკეთებს

09.02.23 18:16
ბადრი თვალით არ მინახავს, სახლში შემოიპარა - კაცი, რომლის სახლიდან ესებუა აიყვანეს პირველ კომენტარს აკეთებს

კაცი, რომლის სახლიდან ბადრი ესებუა აიყვანეს პირველ კომენტარს აკეთებს - ომიანე ჯიქია ამტკიცებს, რომ ბანკზე თავდამსხმელი "თვალით არ უნახავს". 

ჯიქია ირწმუნება, რომ ნომერ პირველი ძებნილი მათ საცხოვრებელში მაშინ შეიპარა, როცა ოჯახის ყველა წევრს ღრმა ძილით ეძინა. 

 რაც შეეხება დაკავებას, 80 წლის პენსიონერის თქმით,  ესებუა მეზობლებმა შენიშნეს და პოლიციას აცნობეს. 

არ მინახავს, არ დავლაპარაკებივარ! არ ვიცი ჩვენ სახლში როდის მოვიდა, ყველას გვეძინა. ალბათ შემოიპარა.

სკამზე დამჯდარა, მერე ვიღაცამ ნახა, დაიჭირეს და წაიყვანეს, მე არც კი დავლაპარაკევივარ! პოლიცია გამთენიის ხუთ საათზე შემოვიდა, მე მაშინ მეძინა"- ამბობს ჯიქია. 

პენსიონერი ბადრი ესებუასთან ნათესაურ კავშირს ადასტურებს, აცხადებს, რომ მძიმე ბრალდებით დაკავებულს ბაბუად ეკუთვნის.

ომიანე ჯიქიას თქმით, 34 წლის კაცი მის სახლში, წლების წინ,  ერთადერთხელ მაშინ იმყოფებოდა, როცა ოჯახში ტრაგედია დატრიალდა და 80 წლის კაცს დიშსვილი დაეღუპა. 

ომიანე ჯიქია ამბობს, რომ პოლიციასთან თანამშრომლობს და საჭიროების შემთხვევაში საგამოზიებო ორგანოში კიდევ ერთხელ გამოცხადდება. 

მსგავსი სიახლეები