ბადრი ესებუა პოლიციის წინააღმდეგ - რა გზავნილი გამოიტანა ადვოკატმა ციხიდან
ბადრი ესებუა საქართველოს ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეშია გადაყვანილი. ცოტა ხნის წინ, ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულს, ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმეს. ბანკის ცნობილ მძარცველს საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავებიან. მასრები პოლიციელებმა ჩამიდეს - ეს პასუხი ჰქონდა ესებუას პროკურორებისთვის, რომლებმაც ბათუმის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვეს.
ესებუა ციხეშია, ფული კი არსად ჩანს. ჯიხაშკარში ამტკიცებენ რომ სამართალდამცველები ნახევრ მილონ დოლარს ახლა მეზობლების სახლებში ეძებენ.
ვინ მიაწოდა ინფორმაცია ესებუას ადგილსამყოფელის შესახებ პოლციას - დღეს პირველად ჯიქიების ოჯახმა მიანიშნა, რომ ეს, სავარაუდოდ, მეზობელი იყო, რომელმაც ბადრი ესებუა ბაღში დაინახა. 80 წლის ომიანე ჯიქია კი, ვის სახლშიც ესებუა აიყვანეს, დღეს კამერების წინ გამოჩნდა და თქვა, რომ შორეული ნათესავი დაკავებამდე თვალით არ უნახავს.
რა უთხრა ესებუამ ადვოკატს, რომელმაც ბათუმის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა? - ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.