საქართველომ რამდენიმე ჰექტარი მიწა კვლავ დაკარგა - ოკუპანტებმა ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღოღევი და თამარაშენი, ოკუპანტებმა ხნულები გაავლეს. ეს ის ადგილებია, სადაც მათ 2 კვირის წინ ნიშნულები გააკეთეს.
ოკუპანტები ხნულების გავლება დღეს დილიდან დაიწყეს. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ რამდენიმე ჰექტარი მიწა რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.