სიახლიანი ანგარიშსწორება მეგობრებს შორის - 34 წლის კაცის მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება
სისხლიანი ანგარიშსწორება ტაძართან - მარტყოფში ახალგაზარდა კაცის მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
ადგილობრივების თქმით, 34 წლის გოჩა ჯერენაშვილს ბავშვობის მეგობარმა ღამით დაურეკა, ტაძარTან დაიბარა, ჩაუსაფრდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ხუთი გასროლით ადგილზე მოკლა.
თავდაპირველად დამნაშავე გაიქცა, მოგვიანებით კი ნიკა სალთხუციშვილი პოლიციას თავად ჩაბარდა და დანაშაულიც აღირა. ამ დრომდე სასტიკ დანაშაულში მხილებულ კაცს ვაზიანის პოლიციის განყოფილებაში კითხავენ. მოკლულ ახალგაზრდას კი ოჯახი გლოვობს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მოკლული და თავდამსხმელი ახლო მეგობრები და ნათესავები იყვნენ.
რაც შეეხება მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახს, დაკავებულის მამა ტვ პირველის გადამღები ჯგუფის დასმულმა კითხვებმა გააბრაზა და კამერის დამტვრევა სცადა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.