კაცი, რომელმაც ავტობუსში ცოლს ყელი გამოჭრა განაჩენის მოლოდინშია - მოკლულის დედა უვადო პატიმრობას ითხოვს
კაცი, რომელმაც ავტობუსში საკუთარი ცოლი ხუთი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოკლა, მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინშია. გაუშვებენ ციხეში თუ წავა ფსიქიატრიულში - ეს სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი.
39 წლის როინ მებონია განსასჯელის სკამზე ზის. გარდაცვლილი ქალის ოჯახი უმაღელს სასჯელს ითხოვს.
სოფო კვარაცხელიას დედა ამბობს, რომ ერთადერთი გონირვული განაჩენი სამუდამო პატიმრობა იქნება.
მძიმე დანაშაულში მხილებული მებონიას ადვოკატი უკვე თვეებია ამტკიცებს, რომ როცა 40 წლამდე კაცმა საკუთარ ცოლს ყელი გამოჭრა, აფექტურ მდგომარეობაში იყო და არაფერი ახსოვს.
ადვოკატი ამბობს, რომ ეს ადამიანი არის ავადმყოფი. მას არ მოეთხოვბა პასუხი და ვერავინ მიუსჯის იმ სასჯელს, რასაც მე ვითხოვ. მაგრამ მე მინდა საზოგადოებას გავაგებინო და ვთქვა ერთი რამ, როცა ჩემი ქალიშვილი მოკლა მან, თუ შეურაცხადი, არანორმალური და ავადმყოფი იყო, რატომ გაახსენდა, რომ მოკლული ცოლისთვის მოეხსნა რუგზაკი, სადაც ბავშვის ინსულინები იდო, შემდეგ ვიღაც კაცი გაეჩერებინა და სწორი მისამართი ეთქვა. როცა შეურაცხადი ადამიანი 5 ბავშვის წინ კლავს ცოლს, შეძლებს ამდენს, რომ სახლის მისამართი გაიხსენოს და გაახსენდეს ის, რომ მისი ბავშვი დიაბეტიკია, რომელსაც ჰაერივით სჭირდება ინსულინი? მე მოვითხოვ უვადოს. არ გავჩერდები", - ამბობს გარდაცვლილის დედა.