თურქეთში მიწისქვეშა ბიძგებს ელოდებიან - რას უყვებიან "პირველებს" ემიგრანტები სტიქიის ზონიდან

10.02.23 12:34
თურქეთში მიწისქვეშა ბიძგებს ელოდებიან - რას უყვებიან "პირველებს" ემიგრანტები სტიქიის ზონიდან

თურქეთი ჰუმანიტარულ დახმარებას იღებს. მათ შორის საქართველოდანაც.

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან თურანი ამბობს, რომ ქართველმა მოსახლეობამ უპრეცედენტო სოლიდარობა გამოხატა.

უპრეცედენტო სოლიდარობა გამოხატა ქართველმა მოსახლეობამ. მთელი რეგიონიდან იყო უპრეცედენტო ჩართულობა. ის სია, რაც ჩვენ დავადგინეთ, უფრო იყო აღწერით გაკეთებული. ზამთრის ტანსაცმელი, გასათბობი საშუალებები. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვვარაუდობდით, რომ 4 ტრაილერი ეყოფოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, არ ყოფნის. სრული ორგანიზებით იტვირთება და დღეს გავა თურქეთისკენ. ასევე მინდა გითხრათ, რომ თანხის მხრივ, ანგარიშებიდან ბოლო მონაცემებით, 200 000 ლარს უახლოვდებოდა რაოდენობა. გუშინდელი მონაცემებით იყო 197 000 ლარი, რაც ასევე უპრეცედენტო იყო ჩვენთვის", - ამბობს ოსმან თურანი.

"პირველებს" სტამბულიდან უყვებიან, რომ ქალაქში მოსალოდნელი მიწისქვეშა ბიძგების შესახებ გაფრთხილება უკვე მიიღეს. 

სტამბოლში ვარ. თავისთავად ყველანი შეშინებულები ვართ. თურქეთში ძალიან ცუდი მდგომარეობაა, დღითი დღე უარესდება. ასეთი პანიკა და ასეთი თქმულებაა, რომ ბიძგებს სტამბულში ველოდებითო. ბიძგები არის, გუშინ, მაგალითად, 4 ბალით იყო ბიძგი. ამბობენ 1 თვე გაგრძელდებაო. 30 წელია თურქეთში ვარ, ადრეც მომხდარა მიწისძვრა, მაგრამ აასეთი საშინელება არ ყოფილა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა", - ამბობს ქართველი ემიგრანტი თურქეთიდან.

ამ დრომდე ეძებენ საქართველოს ორ მოქალაქესაც. თურქეთის მთელ ტერიტორიაზე ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

საბედნიეროდ, დაკარგულებიდან არავინ დაგვემატა. მოსაძებნი მარტო ორი კაცი დაგვრჩა. ერთი არის ის, რომ იმ შენობიდან, სადაც გვეგულება ჩვენი მოქალაქე, უკვე რამდენიმე მიცვალებული ამოიყვანეს და ველიოდებთ სამაშველო ოპერაციის მსვლელობას. ერთი ინფორმაცია ის არის, რომ ამ სამი გარდაცვლილიდან, ვინც პროზექტურაში იყო, ერთი უკვე გადასვენებულია საქართველოში და ოჯახმა უკვე იცის ეს. ასევე, ახლა ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან ,რათა ვიცოდეთ მათი ადგილ-სამყოფელი, გვქონდეს სია და დახმარება გავუწიოთ იმ შესაძლებლობებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია", - ამბობს ელჩი გიორგი ჯანჯღავა.

თურქეთსა და სირიაში, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 21 ათას ადამიანს მიაღწიაა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ყველგაან ამ დრომდე გრძელდება.

არსებობს ცნობები, რომ ნანგრევების ქვეეშ ასობით ადამიანიია მოყოლილი. 

მსგავსი სიახლეები