"დაკავებულს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა" - მარტყოფში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების ახალი დეტალები

10.02.23 13:21
"დაკავებულს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა" - მარტყოფში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების ახალი დეტალები

მეგობრის მკვლელობაში მხილებული კაცი ბრალის წარგდენის მოლოდინშია. ნიკა სალთხუციშვილი დანაშაულს აღიარებს. 

"პირველებს" მარტყოფში უყვებიან, რომ მძიმე დანაშაულში მხილებულ კაცს ბოლო პერიოდში ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, საბედისწერო საღამოს კი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

დაკავებული მამაკაცი, სავარაუდოდ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის ახლო ნათესავია.

"ბიძაშვილები იყვნენ, ვერ გეტყვით რა დაუშავა. გადმოვედით, მაგრამ არ მიგვიშვა პატრულმა. იარაღით დაჭრეს, ალბათ ადგილზევე გარდაიცვალა. მანქანიდან ესროლა. ძმაკაცობდნენ, ერთად იყვნენ და ბიძაშვილობდნენ, ასე უცბად რა მოხდა არ ვიცი. აქ შეხვედრილან ერთმანეთს. გაიქცა და თვითონ ჩაბარდა წუხელის". - ამბობს ადგილობრივი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები