ექსკლუზიური ინტერვიუ ბრალდებული კაცის დედასთან, რომელმაც ცოლს ავტობუსში ყელი შვილების თვალწინ გამოჭრა
"პირველებმა" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა იმ ბრალდებული კაცის დედასთან, რომელმაც ავტობუსში საკუთარი ცოლი ხუთი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოკლა.
ქალი ამტკიცებს, რომ საკუთარი შვილების თანდასწრებით კაცმა ცოლს ყელი გაუცნობიერებლად გამოჭრა და იმ დროს მისი შვილი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო.
"ჩემი შვილი ნორმალური მდგომარეობიდან გამოვიდა. ჭკუიდან გადავიდა, შეიშალა, შეურაცხადი გახდა და უკვე ვეღარ აკონტროლებდა თავის თავს. სახლიდან გავიდნენ და დაახლოებით ნახევარ საათში მოხდა ეს ამბავი. დედაც სტუმრად ჰყადა, ის ცოლის დაც, რომელიც თან ალხდა და რომელსაც დანა ეჭირა ხელში. იმ დამ აქ ჩვენება მისცა ბავშვისთის სჭირდებოდათ ეს დანაო. შაქარი რომ დაუვარდებოდა, იმ დანით უთლიდნენ ვაშლსო. იმ დანამ დაგვღუპა. მოვითხოვ, ამ დანის წარმომავლობა დადგინდეს, მეტი არაფერი.
იმიტომ რომ ეს მკვლელობა წინასწარ განზრახული არ იყო. ჩემს შვილთან მე არ მისაუბრია, რაც დააკავეს. ბავში გვყავდა დიაბეტიანი და რამდენიმე დღის წინაც, ზუსტად არ მახსოვს, შვილმა ჩემმა, იმ უბედურმა, აღნიშნა, ჩვენი პრობლემა მარტო ეს არის, დიაბეტიო, მეტი მისთვის მე არაფერი შემიმჩნევია ", - ამბობს დაკავებულის დედა.