კაკულიები მოსამართლემ ციხეში გაუშვა - ძმებს 9 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ
ძმები კაკულიები მოსამართლემ ციხეში გაუშვა. დავით და გურამ კაკულიებს ცხრა-ცხრა წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლე ზვიად შარაძემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ბრალდება ორივე ძმაზე გადაკვალიფიცირდა.
კაკულიების დედა ამბობს, რომ განაჩენი აუცილებლად გასაჩვრდება.
პროკურატურაც ამბობს, რომ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ნაწილში გამართლების გამო, ახლა პროკურატურაც აპირებს საქმის გასაჩივრებას. უწყება ამბობს, რომ საქმეში ბევრი მტკიცებულებაა, რაც კაკულიების მიერ ჩადენილ დანაშაულეს ამტკიცებს. ადვოკატები კი ამბობენ, რომ პროკურატურის მტკიცებულებები არ იყო საკმქრისი, რომ დღეს სასამართლოს მკაცრი სასჯელი გამოეტანა.
არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმე დასრულებულია. ძმებს რომლებიც, კრიმინალურ გარჩევასთან კავშირსა და სერგო ქურთიაშვილის ლიკვიდაციას უარყოფდნენ, ახლა ციხეში ცხრა წლის გატარება მოუწევთ.
გურამ და დათო კაკულიების წინააღმდეგ გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობდა. ძმები, სამართალდამცველებმა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, საზღვრის უკანონო კვეთის და ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ნაქირავებ ბინაში დააკავეს.