თურქეთში 20 დღის ჩვილი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს - ბავშვს ხელებში დედის თმა ჰქონდა დარჩენილი

10.02.23 15:43
თურქეთში 20 დღის ჩვილი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს - ბავშვს ხელებში დედის თმა ჰქონდა დარჩენილი

თურქეთში მომხდარი მიწისძვრიდან 90 საათის შემდეგ, ჰათაის პროვინციაში,მაშველებმა ნანგრევებიდან 20 დღის ჩვილი ამოიყვანეს. ბავშვს ხელებში დედის თმა ჰქონდა დარჩენილი.

ემოციურმა კადრმა იქ მყოფების ცრემლები გამოიწვია. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის თავს კარგად გრძნობს. 

თურქეთსა და სირიაში, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 21 ათას ადამიანს მიაღწიაა.

მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში ორშაბათს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. სტიქიის გამო დაინგრა ათასობით შენობა. სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა. სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა.

მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრებიან.

მსგავსი სიახლეები