მებაჟეებმა სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქრო და ვალუტა ამოიღეს
საკონტროლო გამშვებ პუნქტ „სარფში“ მებაჟეებმა დიდი ოდენობით არადეკლალირებული ოქრო და ვალუტა ამოიღეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 200 000 შვეიცარიული ფრანკი, 3400 ევრო და 22761,25 ლარის ღირებულების 243 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
მებაჟეებმა კანონდამრღვევ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქონელი ჩამოართვეს, ხოლო საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადასცეს.