საქართველოში 2022 წელს რუსეთის 873 ათასი მოქალაქე ჩამოვიდა

10.02.23 18:10
საქართველოში 2022 წელს რუსეთის 873 ათასი მოქალაქე ჩამოვიდა

რამდენი მოქალაქე წავიდა რუსეთიდან 2022 წელს და სად - ინფორმაციას რუსეთის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს. ირკვევა, რომ საქართველოში იმ დროისათვის რუსეთის 873 ათასი მოქალაქე ჩამოვიდა. 

სტატისტიკა შემდეგნაირია:

აფხაზეთში წავიდა 5,4 მილიონი მოქალაქე
თურქეთში – 4,8 მილიონი
ყაზახეთში – 2,7 მილიონი
არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში – 1,2 მილიონი
ეგვიპტეში – 947 ათასი
საქართველოში – 873 ათასი
ფინეთში – 873 ათასი
სომხეთში 843 ათასი
ესტონეთში 679 ათასი
დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკაში –  579 ათასი
ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკაში 551 ათასი
უკრაინაში – 471 ათასი

მსგავსი სიახლეები