ესებუას ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და მეტრომანი - ,,პირველებმა გამოძიების მასალები მოიპოვა
ბადრი ესებუას დროებითი თავშესაფრიდან ამოღებულია ცეცლხსასროლი იარაღი, ვაზნები,აფხაზური პასპორტი შეცვლილი გვარით, ფული და მეტრომანი. ,,პირველებმა" გამოზიების მასალები მოიპოვა.
გამოდის, რომ მაშინ როცა ტერორისტად გამოცხადებულ ესებუას მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდნენ, ის სავარაუდოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობდა.
ბადრი ესებუა სასამართლო სხდომებზე დასწრებას ითხოვს. დღეს ცნობილი მძარცველი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსი გამართულ მის პროცესს ბათუმის ციხიდან ჩაერთო.
ესებუამ პროცესზე განაცხადა, რომ დუმილს მხოლოდ მას შემდეგ დაარღვევს, რაც უშულოდ მიიყვანენ სასამართლოს დარბაზში.
,,პირველებმა" კი მოიპვა გამოძიების მასალები, რომელიც ნომერ პირველი ძებნილის საქმეში დევს. ამ დოკუმენტებით კი დგინდება, რომ ჯიქიების სახლში შესული პოლიცია შემთხვევით წააწყდა იქ მყოფ ესებუას.
ასევე დგინდება, რომ სახლში პოლიციის შესვლის შემდეგ ბადრი ესებუა გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც დაზიანებები მიიღო და ეს ასახულია სამდიცინო დოკუმენტებში.
ჩხრეკის დროს კი ამოღებულია ბესლან ანჩაბაძის სახელზე გაცემული აფხაზური პასპორტი. სავარაუდოდ, სწორედ ამ დოკუმენტით სარგებლოდა ის ოკუპირებულ რეგიონში ყოფნისას. ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები, 3200 ლარი და 300 ათასამდე რუსული რუბლი.
ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.