ციხე თუ ფსიქიატრიული? - კაცი, რომელმაც ცოლი მცირეწლოვნების თვალწინ ავტობუსში მოკლა, განაჩენის მოლოდინშია

10.02.23 20:17
ციხე თუ ფსიქიატრიული? - კაცი, რომელმაც ცოლი მცირეწლოვნების თვალწინ ავტობუსში მოკლა, განაჩენის მოლოდინშია

ციხე თუ ფსიქიატრიული კლინიკა? - კაცი, რომელმაც ავტობუსში 5 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ცოლს ყელი გამოჭრა,  განაჩენის მოლოდინშია.

17  თებერვალს მოსამართლე იტყვის,  იყო თუ არა დანაშაულის ჩადენის მომენტში როინ მებონია შეურაცხადი და ესაჭიროება თუ არა მას იძულებითი მკურნალობა. 

დაძაბული  ვითარება იყო დღეს სასამართლოს შენობაში. მდგომარეობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ბრალდებულის დედა შეეცადა, ისრები მოკლული რძლის დისკენ გადაეტანა.  

მკვლელობის იარაღი ავტობუსში მოკლულის დას ჰქონდა, - ამბობდა დაკავებული მამაკაცის დედა, რომლის სიტყვებმა მოკლული ქალის  ოჯახის წევრები წყობიდან გამოიყვანა.

სასამართლოს შენობაში   დიდი დაპირისპირება და ხმაური სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

ქმრის მიერ  სასტიკად მოკლული ქალის დედა ყოფილი სიძის წინააღმდეგ  უმკაცრეს სასჯელს  ითხოვს, რადგან ეჭვობს, რომ  ბრალდებული სამუდამო პატიმრობისგან თავის არიდებას ცდილობს.

უფრო ვრცლად ნახეთ გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები