მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე - მარტყოფში მეგობრის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს აღიარებს
ბავშვობის მეგობრის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ნიკა სალთხუციშვილი დანაშაულს აღიარებს. მან ახლო მეგობრისა და ნათესავის მკვლელობა, სავარაუდოდ, წინასწარ დაგეგმა. გოჩა ჯერენაშვილი მარტყოფის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ეზოში დაიბარა, ჩასაფრება მოუწყო და მანქანიდან 5 ტყვია ესროლა. მოკლული მეგობარი ადგილზე დატოვა და გაიქცა.
34 წლის გოჩა ჯერენაშვილის გადარჩენა ვეღარავინ შეძლო. სავარაუდო მკვლელი კი პოლიციას მოგვიანებით თავად ჩაბარდა. მიზეზი, რის გამოც ნათესავმა ნათესავი და ბავშვობის მეგობარი სასიკვდილოდ გაიმეტა, სავარაუდოდ ეჭვიანობაა.
მარტყოფში ყვებიან, რომ სალთხუციშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, მკვლელობის დროს კი ნასვამ მდგომარეოვბაში იმყოფებოდა.
უფრო ვრცლად მარტყოფშ მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ნახეთ რეპორტაჟში.