როდის გადაასვენებენ სამშობლოში მიწისძვრის დროს დაღუპული ქართველის ცხედარს, უცნობია

10.02.23 19:08
როდის გადაასვენებენ სამშობლოში მიწისძვრის დროს დაღუპული ქართველის ცხედარს, უცნობია

როდის გადმოასვენებენ კიდევ ერთი ქართველის ცხედარს თურქეთიდან საქართველოში, უცნობია. საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია.  

თურქეთში მიწისძვრას მარინა მშვილდაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს მოქალაქე  მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ იყო წასული, სადაც ერთ-ერთ ოჯახში მომვლელად მუშაობდა. მისი ცხედარი ნანგრევებში მაშველებმა დღეს ნახეს. ამ დრომდე ეძებენ კიდევ ორ ქართველს. 

უმძიმესი ცნობები თურქეთიდან და სირიიდან არ წყდება. საათობრივად იზრდება დაშავებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობა. უწყვეტად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.  ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნანგრევებში კიდევ ასობით ადამიანი რჩება.

მაშველებმა ბოლო  საათების განმავლობაში რამდენიმე მცირეწლოვნის  სიცოცხლე გადაარჩინეს. მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს ბავშვები, რომლებმაც თითქმის 5 დღე ნანგრევებში გაატარეს. მათ შორის იყვნენ რამდენიმე დღის დაბადებული ჩვილებიც.   

ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.

 

 

მსგავსი სიახლეები