ბოლო 8 წლის განმავლობაში ევროპას თავშესაფრის მოთხოვნით 112-მა ათასმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა
ქართველი ლტოლვილების ჯარი ევროკავშირის ქვეყნებში. ბოლო რვა წლის განმავლობაში ევროპას თავშესაფრის მოთხოვნით თითქმის 112 ათასმა მოქალაქემ მიმართა, ეს კი მთლიანი მოსახლეობის სამ პროცენტზე მეტია. რეკორდული ზრდა ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე წელში დაიწყო. ანტირეკორდი კი შარშან დაფიქსირდა
საფრანგეთი, გერმანია, იტალია და საბერძნეთი- ეს ის ქვეყნებია, რომლესაც საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად აფარებენ თავს. რატომ გარბიან საქართველოდან?
მკვლევარები წერენ, რომ მიგრაციის ძირითადი მიზეზი ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა და მაღალი ინფლაციაა.
,,ქართულ ოცნებას" კი მძიმე რეალობის დაჯერება არ უნდა და საქართველოს მოქალაქეებს ფაქტობრივად ტყუილში ადანაშაულებენ.
უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.