"დიაბეტიანი ვდგავარ, 500 მაქვს ახლა და წადი, იმათხოვრეო" - დიდუბეში გარემოვაჭრეები აყარეს

11.02.23 11:01
"დიაბეტიანი ვდგავარ, 500 მაქვს ახლა და წადი, იმათხოვრეო" - დიდუბეში გარემოვაჭრეები აყარეს

დიდუბე გარემოვაჭრეებისგან დაცალეს.  ტერიტორიაზე თბილისის მერიის  ზედამხედველობის სამსახური შევიდა. ერთი გაფრთხილება გუშინ და რეაგირება დღეს.

გამთენიისას მეტროსთან სავაჭროდ გასულ ათობით ადამიანს  დახლები არ გააშლევინეს.  იყო ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაც. მოვაჭრეეები ერთადერთი შემოსავლის წყაროს გარეშე რჩებიან.  

"წადიო, მე რა ვიცი შენ სად უნდა წახვიდეო. იმათხოვრეო გეუბნება, მეტი რა გინდათ. დიაბეტიანი ვდგავარ, 500 მაქვს ახლა რომ ვდგავარ. ცოტა ხნის მერე მოდი და ჩემს შვილებს ქუჩაში დაგანახებ. სახლში არ ჩერდებიან ბავშვები, მშიაო და რა ვაჭამო. 500 ლარი ქირას მივეცი", - ამბობს გარემოვაჭრე. 

მერიის ზედამხედველობის სამსახური ამბობს, რომ გადაწყვეტილება ხალხის უკნმაყიფილების გამო მიიღო

"უსუფთაობა იყო, ხალხი ვერ მოძრაობდა, და საყვედური იყო ხალხისგან იყო საყვედური. არის სპეციალური ფართები და იქ გადავიდნენ", - ამბობს მერიის წარმომადგენელი. 

 

მსგავსი სიახლეები