"შენი საცემი ჯარიმის 500 ლარი გადადებული მაქვს და გაიქეცი" - ბერას მეგობარი აქტივისტებს, რომლებიც მდინარაძეს დახვდნენ, საჯაროდ ემუქრება
საჯარო მუქარა სოციალური ქსელით. ბიძინა ივანიშვილის გუნდისთვის დისკომფორტის შექმინით გაღიზიანებული გარემოცვა, სამოქალაქო აქტივისტებს შურისძიებას ჰპირდება. ნაცმოძრაობის წევრები, რომლებიც მამუკა მდინარაძეს პასუხებს სთხოვდნენ და სანაცვლოდ დეპუტატისგან დედის გინება მიიღეს, ახლა ეუბნებიან რომ სცემენ.
ბერას მეგობარი ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში წერს, რომ აქტივისტების ცემისთვის განკუთვნილი ჯარიმის 500 ლარი უკვე გადადებული აქვს და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია.
Nika Narsia! მანდ გუშინ თქვენთან იყო ადამიანი, ვინც ზუსტად იცის ჩემი მეგობრის და ძმაკაცის გამო რაზე ვარ წამსვლელი… თავის თავზე აქვს გამოცდილი, როცა თქვენი ღმერთი მიშას სასამართლო უდანაშაულოდ იჭერდა, მე მაშინ რა გავუკეთე, რომ გადამერჩინა. ეგ სხვა საქმეა და მაგას პირადად ჩემგან მოეთხოვება ძალიან მწარედ, მაგრამ რაც შეგეხება შენ! შენი საცემი ჯარიმის 500 ლარი უკვე გადადებული მაქვს და გაიქეცი! მაგრად გაიქეცი სადმე თუ დამინახავ! აი ის პატარა ჭყიპინა რომ გყავდათ უნდა გაგიკეთო ერთ ადგილას და ისე გარბენინოთ! პირობა ვდებ აგერ სახალხოდ. მე თქვენ განახებთ როგორ უნდა ხალხთან სახლებში მივარდნა! საკუთარი ჩრდილის ხომ გეშინია? ეს ჯერ კიდევ დასაწყისია.
P.s. ხალხო ვინმე თუ წააწყდებით ამ შვისტოკიან ჩმორებს ეგრევე გამაგებინეთ" - წერს სოციალურ ქსელში ბერას მეგობარი ლაშა ბასლანძე.
სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც "ქართული ოცნების" პრორუსულ განცხადებებს აპროსტეტსებდნენ, მამუკა მდინარაძემ აგინა.
ინციდენტი 2 დღის წინ "იმედთან" მოხდა. აქტივისტები "ქართული ოცნების" დეპუტატს შესვლამდე დახვდნენ და მისგან პასუხებს ითხოვდდნენ. ნაც მოძრაობის ახალგაზდრული ფრთის წარმომადგნელებს აინტერესებდათ რატომ იმეორებს საქართველოს ხელისუფლება რუსულ ნარატივს ერთი ერთში. საპასუხოდ კი მდინარაძისგან გინება მიიღეს. პარლამენტის წევრმა თმენის ვალდებულებაა დაკარგაა.