ჩემმა მეუღლემ ისე განიცადა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - დაზარალებულები მოქალაქეები მევახშეების წინააღმდეგ
იპოთეკითა და მევახშეებით დაზარალებულთა გაერთიანება, მევახშეების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის. დაზარალებული მოქალაქეების უფლებადამცველები ამბობენ, რომ ასოციაციამ დამოუკიდებელი საგამოძიებო პალატა ოფიციალურად დაარეგისტრირა, სადაც კერძო გამომძიებლები მევახშეებით დაზარალებულთა საქმეების დამოუკიდებლად გამოიძიებენ.
შეგროვებული ფაქტები გენერალურ პროკურატურას შემჭიდროვებულ ვადებში გადაეგზავნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დროული გამოძიებით, ათასობით ადამიანი ჩვენს ქვეყანაში შესაძლოა, სახლის გარეშე აღარ დარჩეს.
ერთ-ერთი დაზარალებულები ყვება, რომ მევახშეების წინააღმდეგ ბრძოლაში მისი მეუღლე ისე განადგურდა ფსიქოლოგიურად და ისე განიცდიდა ყველაფერს, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
7 000 დოლარი გადახდილი მქონდა, 10 000 დოლარს კიდევ ვაძლევდი და არა, ბინა მინდაო და წაიღო კიდევაც, შემდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე არბიტრების უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე 2009 წელს მაგრამ 2014 წელს ისე დახურეს, რომ არ ვიცით, რა იყო დახურვის საფუძველი. ჩემი მეუღლე განიცდიდა, ხელი რომ მოვაწერეთ, ვენდეთ ამ ადამიანს და 2016 წელს თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე. გვიპასუხონ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ დავაშაცეთ რამე ამ ქვეყანაზე",- აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
ერთ-ერთი დაზარალებული აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებების მხრიდან მომხდარს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
უპრეცედენტო საქმეა, ერთად ვიცხოვრეთ 7 თვე, ერთ ოთახში მოვალემ და კრედიტორმა. რა თქმა უნდა, მაშინვე მივმართე საგამოძიებოს, ვიწყებდი გენერალური პროკურატურით, არ მოხდა რეაგირება შერმოჭრის ფაქტზე. საგამოძიებო-საპატრულოში მეუბნებიან, ეს შოთაძეა და აქ ვერაფერს იზამ. პროკურატურაში წადი, სასამართლოში. აღსრულებამ მითხრა, შოთაძეა, აბა რას იზამს, შეგავიწროვებს, დაგიჭერს და დაგემუქრება. საუბნო პოლიცია მეუბნება, ვერ შეხვალ, ფართი, რომელიც არ უყიდია ადამიანს, სრული ფართი არ უყიდია, არამედ ნაწილი იყიდა, სრული ფართიდან გამომასახლა. მე რომ შევიდე ნაწილში, რომელიც კაცს არ აქვს ნაყიდი თურმე დამიჭერენ, - ამბობს დაზარალებული.