განსაკუთრებული ცვლილება არ ყოფილა - ჩხაიძე სააკაშვილის მდგომარეობაზე

11.02.23 13:29
განსაკუთრებული ცვლილება არ ყოფილა - ჩხაიძე სააკაშვილის მდგომარეობაზე

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა - "ვივამედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ განსაკუთრებულ ცვლილებას ადგილი არ ჰქონია და მკურნალობა გრძელდება. 

"გრძელდება მკურნალობა, არაფერი განსაკუთრებული ცვლილება არანაირი არ ყოფილა. [კონსილიუმის შესვლის მოთხოვნაზე] ვერაფერს გეტყვით. კონსილიუმიც ტარდება, მკურნალობაც გრძელდება." ,- ამბობს ზურაბ ჩხაიძე. 

"პირველების" ინფორმაციით კი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. გასული ღამე მესამე პრეზიდენტისთვის კრიტიკული აღმოჩნდა, რის გამოც ღამით "ვივა მედში" სრული მობილიზება იყო.

მედიკოსები და პენიტენციური სამსახურიიც. კლინიკაშია ზურაბ ჩხაიძეც. უკვე ორი საათია მესამე პრეზიდენტის პალატაში მისი დედაა შესული.