"ზურაბ ჩხაიძე ძალიან წუხს" - რა ინფორმაცია გამოიტანა სააკაშვილის დედამ "ვივა მედიდან"

11.02.23 15:36
"ზურაბ ჩხაიძე ძალიან წუხს" - რა ინფორმაცია გამოიტანა სააკაშვილის დედამ "ვივა მედიდან"

გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სახსრების საშინელი ტკივილები აქვს და  მოძრაობა უჭირს.

მესამე პრეზიდენტის დედა ასევე ამბობს, რომ მას სურდა აეწონა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი, თუმცა პალატაში სასწორი აღარ დახვდა.

ალასანია საუბრობ ზურაბ ჩხაიძესთან შეხვედრაზე და ამბობს, რომ "ვივა მედის" კლინიკური დირექტორი შეწუხებულია სააკაშვილის მდგომარეობით და მესამე პრეზიდენტის დედას უთხრა, რომ მისმა შვილმა ცილოვანი საკვები უდნა მიიღოს.

აქვს სახსრების საშინელი ტკივილები, იმდენად, რომ ვერ იძინებს და ეს დაკავშირებულია კუნთების განლევასთან. მინდოდა ამეწონა, თუმცა უჭირს ადგომა-დაჯდომა, გავიხედე და სასწორი აღარ არის, არ ვიცი, რითაა ეს გამოწვეული, მაგრამ აღარ არის. ჩხაიძე მელაპარაკა იმაზე, რომ წუხს, ცდილობს ძალიან, ცილოვანი საკვები რომ სჭირდება. კი ბატონო, სჭირდება, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ვერ იღებს. ვილაპარაკეთ იმაზეც, რომ  პაციენტის მოტივაცია და ემოციური განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად უნდა ჰქონდეს მას ეს მოტივაცია და ფსიქოლოგიური განწყობა, რაც ძალიან ძნელია ამ პირობებში, როცა გამოკეტილი ხარ სრულიადნ უსამართლოდ, ადამიანი, რომელმაც ქვეყანა ააშენა. 

მე ყველანაირად ვცდილობ, რაც ჩემზეა დამოკიდებული, მაქსიმუმს ვაკეთბ. ბატონი ზურაბისგან მე არაერთხელ მოვისმინე, სხვათაშორის აქ იდგა და აკეთბდა განცხადებას, რომ ყველაფერს აკეთებენ, თუმცა  მათ ძალებს აღემატება ,"- გიული ალასანია.