ჯიშკარიანს ,,ვივამედის" ცრემლების არ სჯერა

11.02.23 16:05
ჯიშკარიანს ,,ვივამედის" ცრემლების არ სჯერა

"ემპათიის" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს პროგნოზირებული იყო არაერთი ექსპერტის მიერ.

ჯიშკარიანი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი მოსამართლე არევაძე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და ასევე კლინიკა ,,ვივამედია".

ჯიშკარიანი ასევე ამბობს, რომ მას  ,,ვივამედის" ტყუილი ცრემლების არ სჯერა.

რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, მისი მდგომარეობა დამძიმდა და ეს იყო პროგნოზირებული არაერთი ექსპერტის მიერ, 17 ექსპერტი და სახალხო დამცველის ექსპერტები პროგნოზირებდნენ სავალალო მდგომარეობას. რაც შეეხება კლინიკა ,,ვივამედს" მთლიანად პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახლა არის მოსამართლე არევაძე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და ასევე კლინიკა ,,ვივამედი", ვინაიდან მათ გაწიეს წინააღმდეგობა და სამართლიანი სასამართლოს უფლებაც ჩამოერთვა ამ ადამიანს. მე კლინიკა ,,ვივამედის" ტყუილი ცრემლების არ მჯერა. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს, მასთან შესვლა შეზღუდულია, - მარიამ ჯიშკარიანი.