ჩვენთვის კადრების გარეშეც ცხადია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ჯიშკარიანი CNN-ის კადრებზე
"ემპათიის" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ CNN-ის კადრების გარეშეც ცხადი იყო მისთვის სააკაშვილის მდგომარეობის სიმძიმე.
ჯიშკარიანი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი მოსამართლე არევაძე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და ასევე კლინიკა ,,ვივამედია".
ჩვენთვის კადრების გარეშეც ცხადია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩატარდა სერიოზული ექსპერტიზა საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. ცენტრ ,,ემპათიის" დასკვნაზე ხელი აქვს მოწერილი 6 საერთაშორისო ექსპერტს და 10 ნაციონალურ ექსპერტს და ასევე არის 1 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა ყველა ჩატარებულ ექსპერტიზაზე, შესაბამისად, არევაძის გადაწყვეტილება იყო უკანონო, ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების ჩამორთმევა ადამიანისთვის. რაც შეეხება რატი ბრეგაძის მოქმედებებს, პენიტენციური სამსახურის, კლინიკა ,,ვივამედის" და სამხარაულის, ახლამის ჯანმრთლობაზე პასუხისმგებელი ყველა ეს უწყებაა ერთიანადაა," - ამბობს ჯიშკარიანი.
კადრებით, რომელიც მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო მედიამ გაავრცელა არის იმის პირდაპირი არგუმენტი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უმძიმეს მდგომარეობაშია. იუსტიიციის სამინისტრო დუმს. "ვივა მედის" საკნადქცეული პალატიდან გავრცელებული საგანგაშო კადრების შემდეგ რატი ბრეგაძის უწყებას განმარტებები ამ დრომდე არ გაუკეთებია, არადა მინისტრი აქამდე ყოველთვის იმას ამბობდა, რომ ვითარება საგანგაშო არ არის.
დღეს რვა საათზე "ტვ პირველი" გააჯასაროებს სააკაშილის პალატის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნაწილს, სადაც ჩანს, რა მძიმე მდგომაროებაშია საქართველოს მესამე პრეზიდენტი.