მიხეილ სააკაშვილს კლავენ - ექიმები CNN-ის კადრებზე

11.02.23 17:04
მიხეილ სააკაშვილს კლავენ - ექიმები CNN-ის კადრებზე

მიხეილ სააკაშვილს კლავენ - ასეთია ექიმების საგანგაშო პროგნოზი. 

 CNN-ის მიერ გავრცელებული კადრების ნახვის შემდეგ, მედიკოსებს დარჩათ განცდა, რომ მესამე პრეზიდენტი ფაქტობრივას წამების მსხვერპლია.

"ექიმების არ სჯერათ. ამათ სჯერათ ბორია ივანიშვილის. ამ კაცს სისტემურად კლავენ. გარდაიცვლება მიხეილ სააკაშვილი და ამაში დამნაშავე იქნება ივანიშვილი და მთელი მისი ბანდა. ჰქონდა ძალიან ძლიერი ტკივილები სახსრებში, ტემპერატურა მომატებული, ტკივილი გულის არეში. როდის განვითარდება მანდ რაიმე მწვავე გართულება, რომელიც შეიძლება უსაშველო გახდეს, ეს არავინ არ აიცის ", - ამბობს ექიმი ლევან ფერაძე.

კადრებით, რომელიც მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო მედიამ გაავრცელა არის იმის პირდაპირი არგუმენტი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უმძიმეს მდგომარეობაშია. იუსტიიციის სამინისტრო დუმს. "ვივა მედის" საკნადქცეული პალატიდან გავრცელებული საგანგაშო კადრების შემდეგ რატი ბრეგაძის უწყებას განმარტებები ამ დრომდე არ გაუკეთებია, არადა მინისტრი აქამდე ყოველთვის იმას ამბობდა, რომ ვითარება საგანგაშო არ არის.

დღეს რვა საათზე "ტვ პირველი" გააჯასაროებს სააკაშილის პალატის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნაწილს, სადაც ჩანს, რა მძიმე მდგომაროებაშია საქართველოს მესამე პრეზიდენტი.