ქართული პასპორტი ხმების სანაცვლოდ - რას სთავაზობენ რუსები "ოცნებას"
რუსეთის მოქალაქეები ქართულ პასპორტებს ითხოვენ, სანაცვლოდ კი "ქართულ ოცნებას" ხმებს სთავაზობენ.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ქალი, რომელიც რუსებისთვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას და ქართლი პასპორტების დარიგებას ითხოვს მარიცა არხიპოვაა.
ამ ყველაფერმა უკვე კამპანიური ხასიათი მიიღო - არხიპოვა რუსი მიგრანტების დახურლ ჯგუფში წერს, რომ მინიმუმ რუსეთის 150 ათასი მოქალაქისთვის ქართული პასპორტების მიცემით პოლიტიკური მოგებას "ქართული ოცნება" ნახავს,რადგან ყველა ხმას ამ პარტიას მისცემს.
რუსეთს მოქალაქეები საქართვლოში უვიზოდ შემოსვლის და ქვეყნაში კანონიერი დარჩენისთვის 365 დღე აქვთ, ამის შემდეგ მათ ქვეყანა უნდა დატოვონ, მათთვის გამარტივებული წესით მოქალაქეოების მინიჭების საკითხიც ამიტომ გააქტიურდა, თუ სტატუსს ვერ მიიღებენ ან უნდა წავიდნენ ან ფიქტიურად საზღვარი გადაკვეთონ და უკან უნდა დაბრუნდეს.
ანტი უკრაინული კამპანიის ერთ-ერთ მეთაურია. სოცილურ ქსელში, ამტკიცებს საქართველოში ფეხი წლების წინ მოიკიდა და მისი სოფლის მეურნეობის ბიზნესი აქვს რამდენიმე რეგიონში.
დისკუსია რუსებისთვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ რუსულ ენოვანი მიგრანტების ყველაზე დიდ ჯგუფში დაიწყო.ის 20 ათას ადამიანის აერთიანებს.
"შაბათის ეთერმა" დაადგინა ისიც, რომ ქვეყანაში დარჩენილმა რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში ბიზნესსაქმიანობა დაიწყეს. რემონტი, ცენტრალური გათბობა და ავეჯის გადაზიდვის სერვისიც კი საკუთარი გააკეთეს.
"ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა მოიპოვა ვიდეო, სადაც ერთ-ერთი რუსი ავეჯის გადაზიდვის სერვისს უწევს რეკლამას და აჩვენეს, ქართველ მუშას, რომელსაც მისი დაკვეთით, სამ ადგილიანი დივანი, მარტოს, ზურგზე აკიდებული ააქვს მრავალსართულიან ბინაში. რუსები ყიდულობენ მანქანებს და შემდეგ აქირავებენ. ჰყავთ სანდრო დილერები ოქროს ბირჯებზე.
ოქროს შეძენას დიდი ფული უნდა - ფული საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეების ბანკით ვერ შემოაქვთ, ამიტომ შემოვლით გზებს რამდენიმე ოფისი სთავაზობს,
"შაბათის ეთერმა" რუსეთიდან ფულის სანქციების გვერდის ავლით გადმორიცხვის სქემის გაშიფვრის შემდეგ კიდევ რამდენიმე ოფისი აღმოჩინა, სადაც შავი ხვრელებით გარურკვეველი წარმომავლობის ფული შემოაქვთ.