საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

11.02.23 19:48
საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 4.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

"დღეს საქართველოს დროით 19:33 საათზე მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი ქალაქი ოზურგეთიდან  7კმ-ში, სოფელ ვაკიჯვარში იყო"- ეწერა თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მოგვიანებით, მეცნიერებმა დააზუსტეს და აცხადებენ, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი გურიაში, კურორტ ბახმაროსთან იყო.