"ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია" - თბილისი ახალი საპროტესტო წარწერებით აჭრელდა
"ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია" - თბილისი ახალი საპროტესტო წარწერებით აჭრელდა. მხატვარ სანდრო სულაბერიძის მხარდასაჭერად კულტურის სფეროს წარმომადგენლებტან ერთად რიგითი მოქალაქეებიც გაერთიანდნენ.
პროტესტის მონაწილეებმა წარწერები კულტურის სამინისტროსთანაც დატოვეს. "ვგმობთ აშკარად გაცხადებულ ანტაგონისტს და რეპრესიებს", - ეუბნებიან წულუკიანს იმ გამოფენის მონაწილეები, სადაც მხატვარმა კედელზე საკუთარი აზრი დააფიქსირა.
ლევან თარხნიშვილის 25 ნომერში დღეს სულაბერიძის მხარდამჭერები რიგით მოქალაქეებს ელოდებიან. ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს ხელი მოაწერონ იმ წერილზე, რომელიც დღეს შსს-ში უნდა გადაგზავნოს და სადაც სულაბერიძის მიმართ გამოძიების შეწყვეტის და თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნაა წაყენებული.
განსაკუთრებით ტანამედროვე დროში, როცა ხელოვნების ობიექტი შეიძლება იყოს ყველაფერი, ზუსტად ეგ არის ხელოვნება ანუ ტექსტი გულისხმობს იმას, რომ მხატვარმა შეიძლება არ დახატოს ნამუშევარი ტრადიციულ ფორმაში და სწორედ ასე გამოხატოს თავის სათქმელი და მათ შორის, ეს გამოხატვის ფორმაც შეიძლება იქცეს ხელოვნებად. ეს არის საკამათო. თუ, ვთქვათ, არტისტი ამბობს, რომ ეს არის ჩაფიქრებული როგორც ხელოვნების ნიმუში და ეს არის ჩემი ხელოვნება, მაშინ ეს განხილულიც უნდა იქნას, როგორც ხელოვნება. სამარცხვინო არაკომპეტენტურობის გამოვლინებაა გალერეის მხრიდან, სადაც ეს მოხდა ის შეფასება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ მუზეუმის მხრიდან. მე მგონია, რომ ახლა ჩვენ ტავზე უნდა დავამხოთ ამ თავხედობისთვის და პუტინიზმისთვის ყველაფერი. არაფერი სახვეწარი არ გავქვს არავის. ეს არის სიგიჟე, ეს არის პუტინიზმი და ამას სჭირდება პასუხი. ეს პასუხი, მე განწყობილი ვარ, რომ იყოს რაც შეიძლება მკაცრი, რაც შეიძლება ორიგინალური და შემოქმედებითი და რაც შეიძლება დიდი ფასი დაუჯდეთ ეს, - ამბობს ტერესა მოსი.