48 წლის ციცო პაკელიანი, რომელსაც თურქეთში ნანგრევებში ეძებდნენ, გარდაცვლილი ნახეს

12.02.23 12:03
48 წლის ციცო პაკელიანი, რომელსაც თურქეთში ნანგრევებში ეძებდნენ, გარდაცვლილი ნახეს

48 წლის საქართველოს მოქალაქე, ციცო პაკელიანი, რომელსაც თურქეთში, ნანგრევებში მაშველები რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი ნახეს. 

პაკელიანი ქალაქ გაზიანთეფში რამდენიმე წლის წინ უკიდურესი გაჭირვების გამო წავიდა. ის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა, რომლიც სტიქიის შედეგად დაინგრა.

შეგახსენებთ, რომ დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მოხდა. დღეის მდგომარეობით დაღუპულია 28 192 ადამიანი.

მაშველები ნანგრევების ქვეშ მოქალაქეებსაც ახლაც ეძებენ