თურქეთსა და საქართველოში მომხდარ მიწისძვრებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს - სეისმოლოგი
თურქეთსა და საქართველოში მომხდარ მიწისძვრებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ სეისმოლოგები აცხადებენ. მათი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს პანიკის საფუძველი არ აქვთ.
ის, რაც თურქეთში იყო, ფაქტობრივად, შეიძლება განვიხილოთ დამოუკიდებელ ხდომილებად, რაც ახლა საქართველოში ხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთი ტექტონიკური მასშტაბური რეგიონის ნაწილი ვართ, რასაც არაბეთი ფილაქის დაწოლა ჰქვია ევრაზიის ფილაქანზე, მაგრამ თურქეთის ბლოკი სხვა მოძრაობაშია და კავკასიისკენ სულ სხვა მოძრაობა ვითარდება. ამიტომ ცალსახად ვამბობ, რომ არც ეს მიწისძვრა, რცა ახლა მოხდა, არც დაღესტანის მიწისძვრა, ესენი კავშირში არ არის