ვარკეთილში "ორი ნაბიჯის" მაღაზია, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა გატეხეს

12.02.23 12:17
ვარკეთილში "ორი ნაბიჯის" მაღაზია, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა გატეხეს

ვარკეთილში მაღაზია გაძარცვეს. "ორი ნაბიჯის" ფილიალი დილით გატეხეს. წინასწარი ინფრომაციით, წაღებულია თამბაქო. 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებშიც მუშაობენ. სავარაუდოდ, უკვე ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც.

ამ დროისათვის მაღაზია დაკეტილია, მძარცველები კი, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან, რის გამოც პოლიცია მათ ვერ დააკავებს. 

მაღაზიის თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს მარაზიის ძარცვის პირველი შემთხვევა არ არის.