ყურძნის შენახვა და დაწურვა მთავრობამ უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორებს მიანდო - "ფლანგვის დეტექტორი"
ყურძნის შენახვა და დაწურვა მთავრობამ უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორებს მიანდო. ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
ირკვევა, რომ რთველის სუბსიდირების ფარგლებში 5 მლნ ლარზე მეტი მიიღო კომპანიამ, რომელიც "ქართული ოცნების" შემომწირველია. გავრცელებული ცნობით, დიდი ფული ტენდერების გარეშე მიიღეს ადამიანებმა, ვინც მმართველ პარტიას ასობით ათას ლარს ურიცხავენ. მათ შორის, არის ვახტანგ კარიჭაშვილიც, რომელიც გარდა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორისა, რუსეთ-საქართველოს მოქალაქეა.
კორუფციის მკვლევარები კორუფციულ ნიშნებზე საუბრობენ.