მეგობრის მკვლელობისთვის დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - სალთხუციშვილი ბრალს არ აღიარებს

12.02.23 13:02
მეგობრის მკვლელობისთვის დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - სალთხუციშვილი ბრალს არ აღიარებს

მეგობრის მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცი ბრალს არ აღიარებს. 34 წლის ნიკა სახლთხუციშვილმა განცხადება სასამართლოში გააკეთა, სადაც მოსამართლე მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდაბაზე მსჯელობდა.

ადვოკატი 3 ათასლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა მოსამართლე მაია შოშიაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა სრულად გაითვალისწინა და სალთხუციშვილი პატიმრობაში გაუშვა. 

მიუხედავად იმისა, რომ სალთხუციშვილი ახლა ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს, გამოძიებას მისი აღიარებითი ჩვენება უკვე აქვს, რომელიც მან დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში მისცა. 

საქმეში ასევე, 10-მდე მოწმის ჩვენება დევს. 

შემდეგი სასამართლო სხდომა 30 მარტს ჩაინიშნა. ბრალდებულს ჯამში 16 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

შეგახსენებთ, რომ გოჩა ჯერანაშვილი უახლოესამა მეგობარმა ცეცხლსასროლი იარაღით მარტყოფში მოკლა. ცნობილია, რომ მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა იყო.