ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს

06.05.21 17:00
ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ჩხუბი 10-12 წლის მოზარდებს შორის მოხდა. თვითმხილველების თქმით, დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წინ არასრულწლოვანთა ორმა ჯგუფმა იჩხუბა. დაახლოებით 10-12 წლის ბიჭები იყვნენ და ერთ-ერთი დაჭრეს. დაჭრილი მოძრაობდა, თუმცა მდგომარეობა რამდენად რთულია, არ ვიცი, არც მომხდარის მიზეზი ვიცი",- აცხადებს თვითმხილველი.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. 

მსგავსი სიახლეები