ერთი ხელოვანის მანიფესტი - ეროვნული გალერეადან დაცვის ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს

12.02.23 13:44
ერთი ხელოვანის მანიფესტი -  ეროვნული გალერეადან დაცვის ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს

მას შემდეგ, რაც მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნახატი ეროვნული გალერეის კედლიდან ჩამოხსნა და იქ წარწერა დატოვა, გალერეადან დაცვის ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს. ინფორმაცია "პირველებისთვის" ცნობილი ცოტა ხნის გახდა.

ხელოვნებთმცოდნეები ამბობენ, რომ რეპრესიების უკან კულტურის მინისტრი დგას და წულუკიანი სჯის ყველას, ვისი ქმედებებიც არ მოსწონს. 

დღეს, ფაქტია, რომ კულტურის სამინისტრო ნაჯახით იმართება და ცდილობს, რომ ყველა თავისუფალი სივრცე, ყველა თავისუფალი ცენტრი, ინსტიტუცია მოგუდოს. არანაკლებ საგანგაშო და სამწუხაროა, რომ ამ პოლიტიკას, რომელსაც კულტურის სამინისტრო აწარმოებს, ეწირებიან საჯარო მოხელეები და ვწუხვარ და სოლიდარობას ვუცხადებ იმ დაცვის თანამშრომლებს, რომლებიც გაათავისუფლეს თანამდებობებიდან მხოლოდ და მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ არ აღკვეთეს დროულად და ძალიან მკაცრად ის პერფორმანსი, მანიფეტი ხელოვანის, რომელიც იყო წარმოდგენილი გალერეაში, - თქვა დეა მეტრეველმა. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებშ თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით თარხნიშვილის 25 ნომერში ხელმოწერები გროვდება.