"წულუკიანი სადამსჯელო ოპერაციას ატარებს" - 17:00 საათზე ეროვნულ გალერეასთან აქცია გაიმართება

12.02.23 15:27
"წულუკიანი სადამსჯელო ოპერაციას ატარებს" -  17:00 საათზე ეროვნულ გალერეასთან აქცია გაიმართება

მხატვარ სანდრო სულაბერიძის მხარდასაჭერად 17:00 საათზე ეროვნულ გალერეასთან აქცია გაიმართება. ხელოვნებათმცოდნეები დღეს თეა წულუკიანის იმ სადამსჯელო ოპერაციას გააპროტესტებენ, რომელიც მან ერთი ხელოვანის წინააღმდეგ ჩაატარა.

პარალელურად, წულუკიანის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება ორ ლოკაციაზე გრძელდება. წერილი, რომელსაც ხელს ათასობით ადამიანი აწერს,  შსს-ში, სავარაუდოდ, ხვალ შევა.

არ შეიძლება ამ ქალის ხელოვნებასთან და კულტურასთან გაკარება, რადგან ეს ქალი არის ჩვეულებრივი პოლიციელი და სადასმჯელო ღონისძიებებს ატარებს. იყი იყენებს თავის სამსახურეორბივ მოვალეობას ბოროტად და სამსახურიდან უშვებს ხელოვანებს, ცენზურას ექვემდებარება ნებისმიერი ადამიანი ვინც არ ფიქრობს იმას, რასაც ქალბატონი წულუკიანი ფიქრობს,- ამბობს ხელოვნებათმცდონე თირნიკე მსხილაძე. 

მწერალი ილია კრეხელი პირდაპირ ამბობს, რომ არ სურს მონობა, რომელიც ხელისუფლებას ასე უხარია. 

მხატვარი, რომელმაც ეს პერფორმანსი შეასრულა, არის აბსოლუტურად მართალი. ის ებრძვის მონობას, მას არ უნდა, რომ იყოს მონა. მეც არ მინდა, რომ ვიყო მონა. გასაგებია, რომ ქოცებს ძალიან უხარიათ მონობა. მონას არ უნდა თავისუფლება არასდროს. მონას უნდა, რომ სხვა მონები ჰყავდეს და ჩვენ ეს არ გვინდა. მათ ვერ ავუხსნით, რატომ არის მონობა ცუდი. ერთადერთი ჩვენი გზაა, ვიბრძოლოთ ამის წინააღმდეგ, - ამბობს მწერალი ილია კრეხელი. 

მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში საკუთარი ნახატი ცამოხსნა და იქ წარწერა " ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია" დაწერა. ხელოვანის მანიფესტს კულტურის მინისტრის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

სანდრო სულაბერიძის მიმართ გამოძიება ქურდობის მუხლით აღიძრა. 

მსგავსი სიახლეები