"ურეკავდა და ემუქრებოდა" - გახდა თუ არა ახალგაზრდა კაცი პოლიციელის შურისძიების მსხვერპლი
არს თუ არა ახალგაზრდა კაცი პოლიციელის შურისძიების მსხვერპლი - თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით კონსტანტინე ცომაია დააკავეს. ოჯახი ამტკიცებს, რომ მომხდარის უკან პოლიციის მაღალჩინოსანი დგას. ვაკე-საბურთალოს რაიონის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ბესელია ახლა ბათუმში მუშაობს.
ცომაიების ოჯახი ირწმუნება, რომ ახალგაზრდა კაცს პოლიციის თანამშრომელი სისტემატურად ურეკავდა, ემუქრებოდა და აშანტაჟებდა. მათი თქმით, პოლიციასთან კონსტანტინე ცომაიას დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან მონაწილეობა სამართლდამცველებთან კონფლიქტის ერთ-ერთ ეპიზოდში მიიღო, რა დროსაც პირველდა დააკავეს. ცომაია დაკავებიდან რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მასთან დამართალდამცველები ისევ მივიდნენ და ბინის ჩხრეკის დროს ცეცხლსასრილი იარაღი აღმოაჩინეს. სწორედ მაშინ დააკავეს ახალგაზრდა კაცი ხელმეორედ.
ცომაია მეორე ჯერზეც 8 თვეში გათავისუფლდა, რის შემდეგაც გრიგოლ ბესელიასგან მუქარის შემცველი ზარი მიიღო, რამდენიმე დღეში კი მას ხელბორკილები ყაჩაღობის ბრალდებით დაადეს.
ოჯახი ამბობს,რომ კონსტანტინე ცომაია ახლა უმძიმეს მდგომარეობაში და მას ოჯახის წევრბთან კომუნიკაციის საშუალებასაც აღარ აძლევენ.
როდესაც დაბადების დღიდან ბრუნდებოდა, მოუხდა ინციდენტი მის მეგობარს პოლიციის თანამშრომელტან ვაკე-საბურთალოსი. აქედან იწყება პირველი დაპირისპირება პოლიციისთან. იყო ჩემი ბიჭი ნასამართლევი 3 წელი იარაღზე, იარაღი ნამდვილად ჩაუდეს, არ ჰქონდა. აი, ეს ვაკე-საბურთალოს პოლიციელების რომ სცემეს, ეს იყო მისი პირველი დაპირისპირება. საქმე იმაში ფიგურირებს, რომ ახლაც, სანამ დაიჭერდნენ, ამ 6 თის წინ, 3 დღით ადრე კიდევ გააფრთხილეს, რომ "მაინც დაგიჭერთ", - ამბობს დაკავებულის მამა.
ის, რომ საქმე ყალბ მტკიცებულებებს ეფუძნება, დაკავებულის ადვოკატიც ადასტურებს.
საქმე არის თავიდან ბოლომდე გაყალბებული. საქმე ეფუძნება ყალბ მტკიცებულებებს, მტკიცებულებათ შინაარსი საერთოდ არ შეესაბამება რეალობას. გამომძიებლებმა თავად შეთხზეს და უკვე დაწერილ ჩვენებებზე მოაწერინეს ხელი დაზარალებულს. რა ტქმა უნდა, ეს უტყუარად ამტკიცებს იმას, რომ მის მიმართ გარკვეული ინტერესი ნამდვილად არსებობს და ვიღაცას ძალიან სურს, რომ ეს ადამიანი ძალიან დიდი ხნით წავიდეს ციხეში, - ამბობს ტარიელ კაკაბაძე.
ფაქტის გადასამოწმებლად "პირველები" შსს-ს პრესცენტრს დაუკავშირდა, თუმცა გომელაურის უწყებამ ოფიციალური განმარტება არ გააკეთა.
ამ დრომდე დუმს ვაკე-საბურთალოს ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელიაც.