ორი დღე სინოდის სხდომამდე - ეპისკოპოსებმა არ იციან, რა საკითხები იქნება დღის წესრიგში
ორი დღე სინოდის სხდომამდე - ეპოსკოპოსებმა არ იციან, რის გამო დაიბარა ილია მეორემ მღვდელმთავრები საპატრიარქოში. ორწლიანი პაუზის შემდეგ მაღალი იერარქები პირველად შეიკრიბებიან. ერთ-ერთი ვერსიით, შეკრების თემა უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხი იქნება.
ყველაფერი გამოწვეყნდება სინოდის შემდეგ. ჩვენთან დემოკრატია არ არის ეკლსიაში, არის თეოკრატია. რა იქნება დღის წესრიგში, ასე სალაყბოზე გამოსატანად არ გვინდა. ვისაც რა უნდა, იმას ელოდოს. ეკლესიაში ხომ გყავთ მჩხიბავები, ზოგი არის, აცვიათ რარაცეები და მჩხიბავების მიმართულებით მუშაობენ, რარაცეებს ვარაუდობენ, რარაცეებს წინასწარმეტყველებენ... ასევე გყავთ იქ კიდევ საერო მჩხიბავები, რომლებიც წინასწარმეტყველებენ. იწინასწარმეტყველონ, მე რა უნდა ვილაპარაკო. მე რაც იქნება ფაქტი, იმაზე კომენტარს გავაკეთებ, - თქვა ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ.
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა პარტნიორებს: მოსკოვმა შემცირებული გავლენის კომპენსირებისთვის შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს
სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს