ინციდენტი ეროვნულ გალერეასთან - ნატა ფერაძეს პოლიცია ფიზიკურად დაუპირისპირდა

12.02.23 17:34
ინციდენტი ეროვნულ გალერეასთან - ნატა ფერაძეს პოლიცია ფიზიკურად დაუპირისპირდა

ინციდენტი ეროვნულ გალერეასთან - ნატა ფერაძეს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. მიზეზი ის პულვიზატორები გახდა, რომლებიც პროტესტის მონაწილეს  აქციაზე არ გამოუყენებია. 

ფერაძე ამბობს, რომ ადგილი ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა. მისი თქმით, დაპირისპირების შედეგად ცხვირიდან სისხლი წასკდა.

ადგილი ფჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. პარკში მედო პულვილიზატორები, რომლითაც სახლში დაწერეს ბიჭებმა ეს წარწერა და უბრალოდ წამოიღეს. ასე მეტაკნენ უცებ და ტუჩი მტკივა, ცხვირიდან სისხლი მომდის, - თქვა ფერაძემ "პირველებთან".

ცნობილია, რომ ინციდენტის შემდეგ აქციის მონაწილეს გენერალური ინსპექციიდან დაუკავშირდნენ. 

ფერაძე მომხდართან დაკავშირებით საჩივრის შეტანას გეგმავს. 

მსგავსი სიახლეები