დაკავება ნარკოტრანზიტის ბრალდებით - ქართველი მეზღვაურები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ
ქართველი მეზღვაურები ესპანური სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში არიან.
სამი ტონა კოკაინის გადატანის ბრალდებით დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ოთხივე ირწმუნება, რომ ნარკოტრან-ზიტთან კავშირი არ აქვთ, გემზე სამუშაოდ იყვნენ და წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა ტვირთი იდო ტანკერის სათავსოებში.
მადრიდის პოლიციის ინფორმაციით, ტანკერსს საწვავთან ერთად დიდი რაოდეობით ნარკოტიკი გადაჰქონდა. როცა გემს პოლიცია მიუახლოვდა, ეკიპაჟმა ნარკოტიკების მოცილება და ტანკერის ჩაძირვა სცადა.
აღნიშნული გარემოება დაპატიმრებულებისთვის მდგომატეობას უფრო უფრო ამძიმებს.
დაკავებიდან ორი წელი გავიდა. ბრალდებულებს ახლა ადვოკატის აყვანის საშუალებაც არა აქვთ, რომ საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცონ. ირკვევა, რომ მადრიდის ციხეში მყოფი საქართველოს ოთხი მოქალაქე საკონსულომ მხოლოდ ერთხელ მოინახულა.
უფრო ვრცლად ქართელი მეზღვაურების შესახებ ნახეთ გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.