თოვა, ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში

13.02.23 01:15
 თოვა, ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში

13 თებერვლიდან 18 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია სკანდინავიის ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება - ასეთ პრონოზს ქართველი სინოპტიკოსები აკეთებენ. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია ნალექი უმეტესად თოვლის სახით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

14-16 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3,-5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.