კომპანია "საირმის" თანამშრომლები გაიფიცნენ - პროტესტი გურიაში

13.02.23 11:16
კომპანია "საირმის" თანამშრომლები გაიფიცნენ - პროტესტი გურიაში

მინერალური წყლის კომპანია "საირმის" (შპს "საირმე მინერალ ვოთერსის") თანამშრომლები გაიფიცნენ. თანამშრომლები  ღირსეულ სამუშაო პირობებს და ხელფასების გაზრდას ითხოვენ.

გაფიცულები  გურიაში კომპანიის შესასვლელთან, კურორტ "საირმეში" არიან შეკრებილი. 

ცნობილია, რომ გაფიცულ თანამშრომლებს უფლებების დაცვაში აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი "ლაბორ" ეხმარება.