არ მიადგათ ფეხი ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში! - ლიკა ბასილაია-შავგულიძე საზოგადოებას აფრთხილებს
სამოქალაქო აქტივისტი ლიკა ბასილაია-შავგულიძე ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკის მედპერსონალს სამსახურეობრივ გულგრილობასა და არაკოპეტენტურობაში ადანაშაულებს.
აქტივისტი სოციალურ ქსელში კლინიკასტან და ექიმ გგნიაშვილთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილების შესახებ წერს და საზოგადოებას აფრტხილებს, აღნიშნული კლინიკისგან თავი შორს დაიჭირონ.
ვისაც გაქვთ სუნთქვის პრობლემები, კერძოდ ცხვირით ვერ სუნთქავთ, არასოდეს მიადგათ ფეხი ე.წ. ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში, რადგან იქ დაგხვდებათ, უვიცი შუშისთვალებიანი გოგნიაშვილი, გამოგართმევთ დიდ ფულს და გაგიკეთებთ ოპერაციას ისე, რომ მერე პრობლემები გაგიასმაგდებათ. მერე როცა გადაამოწმებთ, თუ რა ოპერაცია გაგიკეთათ, გაირკვევა, რომ არასწორად გაგიკეთათ და მეორე წრეზე მოგიწევთ წასვლა. რადგან მსხვერპლი გავხდი მე, ვალდებულად ვთვლი თავს, გავაფრთხილო ყველა, ვისთანაც ხმა მიმიწვდება, - წერს აქტივისტი.
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა პარტნიორებს: მოსკოვმა შემცირებული გავლენის კომპენსირებისთვის შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს
სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს