აშშ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებილვ დატოვებისკენ მოუწოდებს

13.02.23 12:53
აშშ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებილვ დატოვებისკენ მოუწოდებს

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ არამართლზომიერი დაპატიმრებების რისკების ზრდის გამო ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას "Reuters" ავრცელებს.

აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ რუსეთი. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე არასწორი დაკავებების გამო. არ იმოგზაუროთ რუსეთში.

რუსეთის უშიშროების სამსახურებმა აშშ-ის მოქალაქეები დააკავეს ყალბი ბრალდებებით”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცახდებაში. 

საელჩოს განცხადებით, რუსეთის უშიშროების სამსახურებმა აშშ-ის მოქალაქეები ყალბი ბრალდებით დააკავეს და არაობიეკტური სასამართლოს პირობებში გაასამართლეს.