უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ქართველი 49 წლის რამინ ბახტაძე დაიღუპა

13.02.23 16:23
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ქართველი 49 წლის რამინ ბახტაძე დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ქართველი 49 წლის რამინ ბახტაძე დაიღუპა. შემტხვევა ქალაქ მაკეევკაში მოხდა, როდესაც უკრაინულმა საჰაერო ძალებმა 19-ე პროფტექნიკური სასწავლებლის შენობა დაბომბეს, სადაც რუსი სამხედროები იყვნენ მობილიზებულები. თავდასხმას 89 რუსი სამხედრო ემსხვერპლა.

რამინ ბახტაძე ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონის, სოფელ პირველ ოტობაიადან იყო. მამა არნოლდ ბახტაძე „გალი ტვ“-თან ყვება, რომ მისი შვილი ქალაქ ვლადიმირში ცხოვრობდა, საიდანაც ჯერ ჩეჩნეთში, შემდეგ კი ურკაინის წინააღმდეგ საომრად გაემგზავრა.

შვილის ამოცნობა მამამ სვირინგის მეშვეობით შეძლო. ბახზაძე ვლადიმირში დედის გვერდით დაკრძალეს. მას ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი დარჩა.

 

მსგავსი სიახლეები