ტრაგედია გორში - მშენებარე კორპუსიდან 60 წლამდე კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

13.02.23 17:16
ტრაგედია გორში - მშენებარე კორპუსიდან 60 წლამდე კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

პოლიციაა მობილიზებული ამ წუთებში გორში - "პირველების" კორესპოდენტის ცნობით,  მშენებარე კორპუსიდან 60 წლამდე კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.

მუშას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს გარდაცვლილი დახვდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით,  კაცი ლიფტის შახტაში ჩავარდა და თავზე სიციცხლისთვის შეუთავსებადი დაზიანება მიიღო. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.