„თავდასხმის ეპიზოდი ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს“ - ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი

12.10.26 16:36
„თავდასხმის ეპიზოდი ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს“ - ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი

ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის საქმეში სათვალთვალო კამერის ჩანაწერი არ არის. ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიებამ სასამართლოში მტკიცებულების სახით მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელებული რამდენიმეწამიანი ვიდეოწარდგინა. ამის შესახებ უფლებადამცველმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სხდომას ესწრებოდა ბრალდებული ნიკო ხურცილავაც. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დანაშაულს აღიარებს და ჩადენილს ინანიებს.

მოწმეებზე ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. ჯერჯერობით ყველა მტკიცებულება სადავოდ არის მიჩნეული, თუმცა ვვარაუდობ, რომ უმეტესობას უდავოდ ვცნობთ... ვოდეოჩანაწერებს რაც შეეხება, დევს მოკლემეტრაჟიანი ვიდეო, რაც გავრცელდა სოციალურ ქსელში და გარე მეთვალყურეობის კამერები. თავდასხმის ეპიზოდი არ ჩანს, ურალოდ, გადაგდების ეპიზოდი ჩანს.

ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და ინანიებს, -  ამბობს ადვოკატი შოთა მირაშვილი.

ხურცილავა სამოქალაქო აქტივისტს ივლისში ფიზიკურად გაუსწორდა. მისი განმარტებით, თავდასხმის მიზეზი გახდა ის, რომ მიიჩნია, თითქოს კომიკოსმა ნოდარ დუმბაძეს შეურაცხყოფა მიაყენა.

მსგავსი სიახლეები