ძლიერი აფეთქება ბათუმში - სანაპიროზე პოლიციაა მობილიზებული

13.02.23 18:50
ძლიერი აფეთქება ბათუმში - სანაპიროზე პოლიციაა მობილიზებული

ამ წუთებში ბათუმის ახალ ბულვარში კრიმინალისტები, მაშველები და კრიმინალური  პოლიცია მუშაობს.

დაახლოებით ერთი საათის წინ, ადგილობრივებმა ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს. თვითმხილველები წერენ, რომ ზღვაში რაღაც აფეთქდა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აფეთქება კომპანია "ალიანსის" ცათამბჯენების მოპირდაპირედ მოხდა.

თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, მრგვალი მეტალის მოწყობილობა, რომელიც აფეთქდა.

აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ხმა ბათუმის სხვადასხვა რაიონებში გაიგეს.  პირველები  არკვევს მომხდარის დეტალებს და უფრო მეტს  8 საათზე მოგიყვებით.