სასტიკი მკვლელობა ხობში - დაკავებულიც ქალია

13.02.23 19:10
სასტიკი მკვლელობა ხობში -  დაკავებულიც ქალია

სასტიკი მკვლელობა ხობის რაიონში - 45 წლამდე ქალის მკვლელობაში ბრალდებული ქალია. პოლიციამ ბრალდებული დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ვალია. 

 სო­ფელ ხა­მის­კურ­თან 40 წლამდე ქა­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.